საქართველოს წიგნის ასოციაცია

საქართველოს წიგნის ასოციაცია აერთიანებს დიდ და პატარა გამომცემლებსა და წიგნის მაღაზიებს. ასოციაციის მთავარი მიზანი საქართველოში წიგნის ინდუსტრიის განვითარებაა.

ასოციაციის შესახებ

საქართველოს წიგნის ასოციაცია 2025 წლის თებერვალში საგამომცემლო სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა. ასოციაცია იმ ორგანიზაციების ინიციატივით შეიქმნა, რომლებმაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროტესტის ნიშნად დატოვეს. დაარსების დღიდან ორგანიზაცია წიგნის ინდუსტრიაში გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას, საგამომცემლო სფეროს განვითარებას, წიგნიერებისა და წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად და დღეისათვის 27 წევრ ორგანიზაციას — წიგნის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს აერთიანებს.  

სიახლეები

თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობა

მოგვწერე და დაგვიმეგობრდი: Geobookassociation@gmail.com